вторник, 7 января 2014 г.


 ტრენინგის IX დღე

   ამ დღეს ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ google drive-ში, შემდეგ ჩვენს ბლოგებზე, ნასწავლი მასალა შევაჯერეთ, საკუთარი ბლოგები გავაფორმეთ და მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია.
   მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორებს, მადლობა ჩვენს საყვარელ ტრენერს თავდადებული, საქმიანი და საინტერესო გარემოსათვის, მადლობა კოლეგებს ლამაზი ურთიერთობისათვის.
    . . . და ბოლოს ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს :)


воскресенье, 8 декабря 2013 г.

ტრენინგის VIII დღე

  დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო საინტერესო ინფორმაციებით. განვიხილეთ Intel Viewer-ის მე7 მოდული; ვისწავლეთ slideshare. net-ზე დოკუმენტების ატვირთვაზე; გავაფორმეთ ჩვენი ბლოგები სხვადასხვა დიზაინით, ფერით; ვისწავლეთ ბლოკში გაჯეტების დამატება. 

суббота, 7 декабря 2013 г.

ტრენინგის VII დღე

     დღევანდელ დღეს ვიმუშავე საკუთარი პროექტის მსვლელობაზე : პროცედურების გაწერაზე. ძალიან მომეწონა შაბლონის შექმნა  (ტემპლაიტები). ეს გამომადგება ელექტრონული ტესტების შექმნის დროს დახურული კითხვების საპასუხოდ. გადავხედეთ INTEL VIEWER-ში მოცემული პროექტების მე-6 მოდულს.

понедельник, 2 декабря 2013 г.

ტრენინგის VI დღე

     დღეს ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებზე: ფლეიერებზე, კედლის გაზეთებზე, ბუკლეტებზე და ა. შ. გავეცანით თითოოეულის შეფასების სქემებსა და კრიტერიუმებს. გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმას. გავუზიარეთ რჩევები და იდეები ერთმანეთს.


ტრენინგის V დღე

      ამ დღეს გავეცანით პროექტების პრეზენტაციას. მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები ტრენერისაგან. გავეცანით ინტელის პროექტების მესამე მოდულს: მიმართულების მიმცემ კითხვებს; კონკრეტულ აქტივობებს, რის მიხედვითაც გავდივართ შედეგზე.
     გავეცანით საავტორო უფლებებს, რომლებიც აუცილებელად უნდა დავიცვათ, ასევე როგორ დავიცვათ საკუთარი ნაშრომი.
     გავეცანით სხვადასხვა ნიმუშებს.გავიხსენე მოსწავლის ნაშრომზე კომენტარების გაკეთება.

ტრენინგის IV დღე


ამ დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა.შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმა თითოეული აქტივობისათვის.გადავხედეთ მოსწავლეთა საჭიროებებს.გავეცანით ინფორმაციის შესაგროვებლად სხვადასხვა მეთოდებს: 





  • კითხვარი
  • კვლევა
  • გრაფიკული ორგანაიზერი
  • ვიცი – მინდა ვიცოდე - ვისწავლე
  • T - დიაგრამა
  • გონებრივი იერიში
  • დაწყვილდი-გაუზიარე
  • ორმხრივ ჩანაწერთა დღიური
  • კონკრეტული დავალება (Performance Task)      

  •    ვისწავლეთ ფაილის ჩაშენება.